
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში ნიჭიერი, მოტივირებული და მიზანდასახული მოსწავლეები სწავლობენ.
ისინი, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. მათ შორის, დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ტყის ბინადართა როლი წარმატებით მოირგეს და ზეიმი გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებმა სადღესასწაულო ცეკვა-სიმღერით საახალწლო განწყობა, სითბო და სიყვარული მაყურებელს გაუზიარეს. აღსანიშნავია, რომ პატარებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და იხალისეს.
ზეიმის ბოლოს, თოვლის ბაბუმ პატარები დაასაჩუქრა️ და ახალი წელი მიულოცა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: