
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, სხვადასხვა საინტერესო და ლამაზი ღონისძიება ეწყობა.
მათ შორის, საახალწლო ზეიმიც გაიმართა. მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას 2025 წლის მობრძანება ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით მიულოცეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ბევრი იხალისეს და ერთმანეთს მეტად დაუახლოვდნენ.
ბოლოს, თოვლის პაპამ ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა, დღემ კი ძალიან სასიამოვნოდ ჩაიარა.
„ახალი წელი საქართველოში წლის მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, პატარა თუ დიდი მოუთმენლად ელის. მოსახლეობა ახალ წელს ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ეგებება“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: