ანდრიაწმინდის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი საახალწლო წარმოდგენა 
31-12-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო. 

იქ, 2024-2025 სასწავლო წლის ბოლოს საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მოსწავლეებმა დამდეგი 2025 წელი მაყურებელს ლექსებით, სიმღერებით, სკეჩებითა და ცეკვებით მიულოცეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ნაძვის ხე აანთეს, თოვლის პაპაც მიიწვიეს. ღონისძიება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

ეს დღე თითოეული მათგანისთვის დასამახსოვრებელ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203