ტყიბულის N6 საჯარო სკოლის ეკოკლუბ -„21-ე საუკუნის“ წევრებმა ფრინველებისთვის ხის სახლები დაამზადეს
31-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული და საინტერესო აქტივობები ხორციელდება. 

მათ შორის, ეკოკლუბმა „21-ე საუკუნემ“ 27 დეკემბერს, სკოლის ეზოში, ხეებზე რამდენიმე ჩიტის სახლი დაკიდა. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ზამთარის პერიოდში, როდესაც ბუნებაში საკვების და თავშესაფარის რესურსები მცირდება, ჩიტებს ძალიან უჭირთ გადარჩენა. სწორედ ამ ფრინველების დასაცავად, ჯგუფის წევრებმა სახლები დაამზადეს, რომლებიც ჩიტებს უსაფრთხო თავშესაფარის მოძებნაში, რთულ პირობებში გადარჩენასა და სითბოს შენარჩუნებაში დაეხმარებათ.

ასევე, ჯგუფის წევრებმა ცნობიერება აიმაღლეს ჩიტების საჭიროებებსა და გადარჩენის პირობების შესახებ, რაც მათ დაეხმარათ ეკოლოგიური პასუხისხმგებლობის და ბუნების დაცვის მნიშვნელობის გაგებაში.

„ჩიტები ეკოსისტემაში მნიშვნელოვან როლს ასრულენენ, ისინი ხელს უწყობენ ბუნებრივი ბალანსის შენარჩუნებას, ამიტომ მნიშვნელოვანია ზამთარში მათი დახმარება.

ზამთარში ჩიტების დახმარება, განსაკუთრებით მათთვის სახლის დამზადება მარტივი, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯია მათი გადარჩენისა და ეკოსისტემის მხარდაჭერისთვის“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203