ტყიბულის N6 საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეთა მრავალფეროვანი საახალწლო წარმოდგენა 
31-12-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი საზეიმო ღონისძიებით დაგვირგვინდა.

პედაგოგ ნანა ჭანტურიას სადამრიგებლო - V კლასის მოსწავლეებმა ხალისიანი და მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიება გამართეს.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. შეასრულეს საცეკვაო ნომრები, იმღერეს, გაითამაშეს ინსცენირებები და მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, რითაც აუდიტორიას დაუვიწყარი ემოციები და ჯადოსნური განწყობა აჩუქეს.

ბავშვებმა ბედნიერი და წარმატებული წელი უსურვეს ერთმანეთს, ამასთანავე, საახალწლოდ საჩუქრებიც მიიღეს თოვლის ბაბუასგან.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203