
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების ორგანიზებით, შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება დაიგეგმა და ჩატარდა.
მოსწავლეებისთვის ეს ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა. მათ, თავად მოიფიქრეს ღონისძიების სცენარი, გაანაწილეს როლები.
VI–XII კლასების მოსწავლეები ლექსებით, სიმღერებითა და ქორეოგრაფიული ნომრებით წარდგნენ მაყურებლის წინაშე. ღონისძიების ორგანიზებაში მოსწავლეებს დაეხმარა მასწავლებელი ელისო ლეშკაშელი.
ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა - ხათუნა ხარაბაძემ მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადასცა.
ეს დღე დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილეთ ფოტოები: