
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარის საჯარო სკოლაში ჯადოსნური წინასაახალწლო განწყობა დატრიალდა.
სასწავლო წლის პირველი სემესტრი ზღაპრული ღონისძიებით დაგვირგვინდა.
მე-2 და მე-3 კლასებში საახალწლო სპექტაკლი - „პეპის ბედნიერი ახალი წელი“ ჩატარდა.
პეპის საახალწლო წვეულებაზე სხვადასხვა ზღაპრის გმირები, ნაცარქექია, წითელქუდა, ალადინი, გრინჩი, ყინულის დედოფალი, კონკია, ფიფქია და ჯინი ეწვივნენ, ყველა სიკეთისთვის გაერთიანდა და პეპის საახალწლო წვეულებას შეუერთდნენ.
ბავშვებმა ზღაპრის გმირების როლი არაჩვეულებრივად შეასრულეს. მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ზღაპრული საახალწლო განწყობა გაუზიარეს.
სპექტაკლი - „პეპის ბედნიერი ახალი წელი“ მართლაც ზღაპრულად დასრულდა.
მე-2 და მე-3 კლასების მოსწავლეთა ღონისძიებას ორგანიზება კლასის ხელმძღვანელებმა - მავი წულუკიძემ და ლიანა დეკანაძემ გაუწიეს.
იხილეთ ფოტოები: