„პეპის ჯადოსნური ახალი წელი“ - ჯადოსნური სამყაროს გმირთა ისტორიების სინთეზი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში
31-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს წინასაახალწლო დღეები ნამდვილ დღესასწაულად უქციეს, გაიმართა არაერთი ღონისძიება თუ თემატური აქტივობა, რაც მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე აისახა. 

ზღაპრულია, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებლის - მარი ჭიტაძის ჩატარებული ღონისძიება - „პეპის ჯადოსნური ახალი წელი“.

მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი წინასაახალწლო წარმოდგენა სასკოლო თემისთვის დასამახსოვრებელი იქნება.

ღონისძიება ხასიათდებოდა ფერადოვნებით, მხიარულებითა და ბავშვების შემოქმედებითი უნარების წარმოჩინებით.

მასწავლებელმა - მარი ჭიტაძემ ღონისძიების ორგანიზაციული ნაწილი თავად უზრუნველყო, რაც განსაკუთრებით გამოჩნდა ბავშვების როლების გადანაწილებაში.

„პეპის ჯადოსნური ახალი წელი“ იყო ჯადოსნური სამყაროს გმირთა ისტორიების სინთეზი, სადაც ბავშვებმა დიდი მხიარულების ფონზეც გამოავლინეს თავიანთი სამსახიობო უნარები და ემოციური ჩართულობა.

ღონისძიების მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნა ნინო ბიბილურმა, რომელმაც დადგმას შესაბამისი ატმოსფერო და დღესასწაულის განწყობა შესძინა. მუსიკალური ნომრები იყო ჰარმონიული და თითოეული სცენის ემოციურ ტონს გასაზრდელად მორგებული.

ზოგადად სკოლის ადმინისტრაცია უდიდეს ყურადღებას უთმობს ამგვარი ღონისძიებების, გამართვას, რადგან ის აუცილებელია:

ბავშვების შემოქმედებითი განვითარებისთვის. დადგმის პროცესმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა ფანტაზიის, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესებას.

ღონისძიება დაეხმარა მშობლებისა და პედაგოგების სასკოლო პროცესში უფრო აქტიურად ჩართვასა და ერთიანობის განცდის განმტკიცებას.

ასეთი კოლაბორაციები ახალ წელს განსაკუთრებულად ხდის ბავშვებისთვის და ტრადიციების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

სცენაზე გამოსვლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი მიჭო და თავდაჯერებულობა მოიპოვონ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203