მეორე სვირის N1 სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებს საინტერესო პროექტი მიუძღვნეს 
31-12-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, გამორჩეული, საინტერესო და მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ეწყობა. 

მათ შორის, სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის კულტურისა და ტრადიციების შესახებ, მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული პროექტი განხორციელდა.

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ, შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სამოსი მოირგეს, სანახაობრივი ნომრები გამართეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. აღსანიშნავია, რომ პროექტი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა. 

კლასებმა პრეზენტაციები შემდეგი ქვეყნების შესახებ გამართეს:

  • ბრაზილია - მე-6 კლასი, დამრიგებელი - ხათუნა ლოჩოშვილი;
  • იაპონია - მე-5 კლასი, დამრიგებელი - მარიკა ლანჩავა;
  • საფრანგეთი - მე-8ბ კლასი, დამრიგებელი - ლია ხიდაშელი;
  • ჩინეთი - მე-8 კლასი, დამრიგებელი - ნანა კოხრეიძე;
  • ინდოეთი - მე-6 კლასი, დამრიგებელი - თამარა კუბლაშვილი; 
  • საბერძნეთი - მე-5 კლასი, დამრიგებელი - ხათუნა გიგიაძე; 
  • თურქეთი - მე-11 კლასი, დამრიგებელი - მზევინარ ჭირაქაძე;
  • დიდი ბრიტანეთი - მე-9 კლასი, დამრიგებელი - მარეხი ცხადაძე.

იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო ვიდეო;  ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203