მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საშობაო სანახაობა
31-12-2024

აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი დიდი ზეიმით დასრულდა. 

სკოლაში ლამაზი საშობაო ღონისძიება გაიმართა. პატარა მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, მაყურებლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობით წარსდგნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს. 

სიმღერა, ცეკვა, ლექსები, შემოქმედებითი ნომრები - სწორედ ამ კომპონენტებს აერთიანებდა ღონისძიება. სანახაობამ სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. პატარებს თოვლის ბაბუაც ესტუმრათ, რომელიც მათ გაესაუბრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა. 

ღონისძიებამ დიდი წარმატებით ჩაიარა. 

 იხილეთ ვიდეოები:

ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო 


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203