
აკაკი წერეთლის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირის N1 საჯარო სკოლის კედლებში შემოქმედებითი და ნიჭიერი ახალგაზრდები იზრდებიან.
ამჯერად, სკოლა სიამაყით გვაცნობს მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც წლის ბოლოს, ცხოვრების ახალ ასპარესზე დაულოცავენ გზას.
მოსწავლეებმა სემსეტრის ბოლოს შთამბეჭდავი ღონისძიება გამართეს და საშემსრულებლო ოსტატობით, სასკოლო საზოგადოება სასიამოვნოდ გააოცეს.
„ვისაც არ სჯერა მობრძანდით და ნახეთ რა საოცარ თაობას უშვებს ჩვენი სკოლა... ესეც ჩვენი მეთორმეტეები „სწავლის ძირი მწარეაო“ და გატკბილებას ელოდებიან... წარმატებები, მეიმედებით“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ლია ცხადაძე.
იხილეთ ვიდეო: