ღვანკითის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეები სამხატვრო სკოლას სტუმრობდნენ
30-12-2024

გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებისათვის მხოლოდ ცოდნის გადაცემით არ შემოიფარგლებიან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ისინი მათ სულიერ და კულტურულ განვითარებაზე ზრუნავენ. 19 დეკემბერს, VIII კლასი, დამრიგებელთან ერთად, თერჯოლის სამხატვრო სკოლას ეწვია, სადაც ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც სწავლობენ.

ისინი ნატურმორტისა და და პეიზაჟის შექმნას ინტერესით აკვირდებოდნენ (ხატვის პედაგოგი ეკა რიჟამაძე). ასევე, მოსწავლეები გამოყენებითი ხელოვნებისა და დიზაინის გაკვეთილს (პედაგოგი თამთა მაჭარაშვილი) დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მერვეკლასელებმა ქართული ხუროთმოძღვრებისა და ორნამენტების ნიმუშები დაათვალიერეს. მათი დიდი მოწონება თურქეთის ქალაქ მარმარისში გამარჯვებული მოსწავლეების ნამუშევრებმა დაიმსახურა.

„უღრმესი მადლობა მერვე კლასის დამრიგებელს - მარინა ბოჭორიშვილს, საინტერესო აქტივობისათვის და სამხატვრო სკოლის პედაგოგებს, გულთბილი მასპინძლობისათვის. ხელოვნება ყოველთვის იყო, არის და იქნება ადამიანის სულიერი სამყაროს სიმდიდრე და განუყოფელი ნაწილი“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203