
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა.
ღონისძიება - „საშობაო ზღაპარი“, მე-3 კლასის მოსწავლეებმა გამართეს და სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს.
მოსწავლეებმა არაერთი შთამბეჭდავი ნომერი წარადგინეს, საზეიმო ფორმებში ნამდვილი დღესასწაული მოაწყვეს და სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.
ღონისძიება ემოციებითა და შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო.