
გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობითა და სპორტული მიღწევებით გამოირჩევიან.
მათ გუნდ „ნორჩი იუნკერების“ მწვრთნელის - თამაზ ოდიკაძის ხელმძღვანელობით, არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.
აღსანიშნავია, რომ 22 დეკემბერს, თერჯოლაში საფეხბურთო კლუბ „საპოვნელას“ შემაჯამებელი საღამო გაიმართა, სადაც სპორტის სფეროში წარმატებული და განსაკუთრებული წვლილის მქონე ადამიანები დაჯილდოვდნენ.
მათ შორისაა, ღვანკითის საჯარო სკოლის მეგობარი, დიდი გულშემატკივარი, მოსწავლეების უანგარო მასწავლებელი, „ნორჩი იუნკერების“ მწვრთნელი - თამაზ ოდიკაძე.
სკოლაში მისი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
„გილოცავთ, ბატონო თამაზ, კიდევ ბევრი წინსვლა და წარმატება თქვენს პატარებთან ერთად, დიდხანს და ჯანმრთელად უნდა იყოთ. დიდი მადლობა თითოეული დღისთვის და მოგებული ტურნირისთვის“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: