„საშობაო ზღაპარი“ - შთამბეჭდავი სადღესასწაულო ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში 
30-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიებები დაარსების დღიდან ტრადიციად იქცა.

ამგვარი აქტივობები წარმოადგენს მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებას, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების შემოქმედებითი უნარების განვითარებას, ურთიერთობის გაუმჯობესებას და გუნდური მუშაობის გაძლიერებას. მსგავსი ღონისძიებები ბავშვებს აძლევს საშუალებას, განავითარონ საკუთარი ნიჭი, გაიმყარონ თავდაჯერებულობა და შეძლონ საკუთარი შესაძლებლობების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა.

I კლასის დამრიგებლის -ნინო კანტიძის ინიციატივითა და მუსიკალური ხელმძღვანელის - ნინო ბიბილურის ჩართულობით, გაიმართა წინასაახალწლო ღონისძიება სახელწოდებით - „საშობაო ზღაპარი“.

ბავშვებმა მოირგეს სხვადასხვა ზღაპრის გმირების სამოსი და განსხვავებული იმიჯით გააცოცხლეს ცნობილი პერსონაჟები. ღონისძიებას მუსიკალური ნომრებიც ამდიდრებდა, რომელიც პატარებმა მაღალი შემოქმედებითი ენერგიითა და მხატვრული შთაგონებით წარადგინეს.

ღონისძიება იყო არა მხოლოდ მხიარული და ემოციური, არამედ ბავშვებისა და მშობლებისათვის საინტერესო და შთამაგონებელი.

ეს დღე დაეხმარა ბავშვებს, უკეთესად აღიქვან მეგობრობის, შრომისუნარიანობისა და ერთიანობის მნიშვნელობა.

მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203