ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი აღნიშნეს 
30-12-2024

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრი ზეიმით დასრულდა. 

მოსწავლეებმა დამდეგი 2025 წელი ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს. მათ სასკოლო საზოგადოებას ახალი წლის მობრძანება ბრჭყვიალა ფერებით, ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით მიულოცეს. კეთილი თოვლის ბაბუა მოსწავლეებს უამრავი ტკბილეულითა და ნუგბარით გაუმასპინძლდა, რითაც პატარები ძალიან გაახარა. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებისა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

„გილოცავთ დამდეგ 2025 წელს! გისურვებთ ეს წელი ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის, წარმატების, წინსვლისა და სიძლიერის წელი ყოფილიყოს! ულევი სიხარული და ბედნიერება დაგებედოთ! დაე, ამ წელმა ყველა ჩვენგანის გულები სიყვარულით და სიკეთით აავსოს! მრავალჟამიერ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203