ჯავშანიანის საჯარო სკოლაში ლამაზი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა
30-12-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრი საზეიმოდ დასრულდა. 

იქ ლამაზი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მრავალფეროვანი შემოქმედებითი წარმოდგენები გამართეს. მათ შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, დღემ სასიამოვნოდ ჩაიარა და საახალწლო ზეიმში პედაგოგებიც ჩაერთნენ. 

აღნიშნული ზეიმი მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203