დაწყებით კლასის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება ხორენიის საჯარო სკოლაში  
30-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორენიის საჯარო სკოლაში, სემესტრის დასასრულს, დაწყებით კლასების მოსწავლეებმა, დამრიგებლებთან ერთად, დაუვიწყარი საახალწლო ზეიმი მოაწყვეს. 

ზეიმზე ბავშვებმა გააცოცხლეს მულტფილმების გმირები, წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სხვადასხვა ეროვნული ცეკვები.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ შთამბეჭდავად ჩაიარა, სასკოლო საზოგადოება, მშობლები და მოწვეული სტუმრები ბავშვების ნიჭიერებით აღფრთოვანდნენ.

ასევე სკოლის დირექტორმა -  რუბენ ვარდანიანმა, სასკოლო საზოგადოებას მიულოცა ახალი 2025 წელი  და უსურვა ჯანმრთელობა, ბედნიერება და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203