დაუვიწყარი საახალწო ღონისძიება პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში
30-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გონდრიოს საჯარო სკოლაში ახალი წელი დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და განწყობაზე იზრუნეს და ბავშვებს დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლაში ლამაზი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში სამივე საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება ძალიან სახალისო, აქტიური და საახალწლო განწყობის მომტანი აღმოჩნადა.

მოსწავლეებმა გაითამაშეს სხვადასხვა სიტუაციური სცენები, იმღერეს, იცეკვეს და სახალისო შეჯიბრებებიც გამართეს. როგორც ყოველთვის ღონისძიებაზე ჟღერდა ქართული ლექსები და სიმღერები.

მოსწავლეები სადღესასწაულო დღეებს ამაღლებული განწყობით ელიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203