ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში საახალწლო ატმოსფეროა შექმნილი.
სკოლაში, თვითმმართველობის წევრებმა გუშინ ჩაატარეს ღონისძიება თემაზე - „ახალი წელი“. მოსწავლეებმა ღონისძიებაზე საახალწლო ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს.
„მოსწავლეებმა ძალიან კარგი და თბილი გარემო შექმნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.
ღონისძიების ბოლოს კი სკოლის დირექტორმა - გიულიზარ თარზიანმა სიგელები გადასცა მონაწილეებს იმისთვის რომ დამოუკიდებლად ჩაატარეს ღონისძიება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას, მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: