დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლის მე-8 კლასელთა დაუვიწყარი სადღესასწაულო სანახაობა 
30-12-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში დეკემბერი საახალწლო ღონისძიებებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და სიამოვნებით მონაწილეობდნენ. 

მათ შორის, მე-8 კლასის მოსწავლეები წარდგნენ სასკოლო საზოგადოების წინაშე და მაყურებელს დაუვიწყარი სანახაობა აჩუქეს. 

საყვარელი პერსონაჟების ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ნომრები შეასრულეს და აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურეს. 

აღსანიშნავია, რომ საახალწლო ზეიმს ხელმძღვანელობდა პედაგოგი ელზა ღლონტი, ქორეოგრაფიულად და მუსიკალურად კი, ზურა წულაძემ და თინა ღლონტმა გააფორმეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203