გორელოვკის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ზღაპრული საახალწლო ღონისძიება და მშობლების სიურპრიზი  
30-12-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლე-მასწავლებლები დიდი ზარ-ზეიმით ემზადებიან ახალი წლისთვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა და მშობელთა აქტიური ჩართულობით შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე სახალისო და მრავალფეროვანი სცენები დადგეს. მათ ასევე იცეკვეს, იმღერეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს

აქტივობებში აქტიურად ჩაერთნენ ასევე მოსწავლეთა მშობლები, რომლებმაც მოულოდნელი სიურპრიზი მოაწყვეს. მათ ცეკვები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების განწყობა კიდევ უფრო აამაღლეს.

სკოლაში მშობლებს განსაკუთრებულ მადლობას უხდიან.

„მადლობა თამარ გორგაძეს, იამზე პაქსაძეს და მონაწილე მოსწავლეებს. განსაკუთრებულად დიდი მადლობა ჩვენი სკოლის მოსწავლეების აქტიურ მშობლებს. მადლობა მოულოდნელი სიურპრიზისთვის თქვენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე განსაკუთრებული, შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203