
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი საახალწლო ჟრიამულით დაგვირგვინდა.
ამჯერად, ასპარეზზე მე-2ე კლასის მოსწავლეები, დაუვიწყარი საახალწლო ღონისძიებით გამოვიდნენ და სასკოლო საზოგადოებას შთამბეჭდავი საშობაო ზღაპარი შესთავაზეს.
პატარებმა ახალი წელი მიულოცეს მოსწავლეებს და დამსწრე საზოგადოებას და ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ორგანიზატორი იყო კლასის ხელმძღვანელი მარინა ჩხაიძე, ხოლო მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა თინა ღლონტმა.
იხილეთ ფოტოები: