დიდი წინასაახალწლო ზარ-ზეიმი შუასურების საჯარო სკოლაში
30-12-2024

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში დამდეგი შობა-ახალი წელი იზეიმეს. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა ზღაპრულ განწყობაზე იზრუნეს და მოსწავლეებს ლამაზი ღონისძიება აჩუქეს. 

ღონისძიებაში ჩართული იყვნენ  I-XII კლასების ჩათვლით მოსწავლეები, ღონისძიება საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. წარმოდგენილი იყო არაერთი ცეკვა და მუსიკალური ნომერი, მოსწავლეებმა მხატვრულად წაიკითხეს ლექსები. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

საახალწლო დეკორაციების მომზადებაში აქტიურად მონაწილეობდა სამი მოსწავლე - ქეთი  შათირიშვილი, ლიზი შათირიშვილი და ნინი ტრაპაიძე.

ღონისძიების  მომზადებაში ჩართული იყო ესთეტიკის კათედრა და ქართული ენის კათედრა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203