
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შორის არიან 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები - მარიანნა ალბერტიანი და მარგარიტა არაქელიანი.
ისინი, სკოლის საშუალო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ვერცხლის მედლებითა და შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეებით ამაყობს და მათ მიღწეულ წარმატებას ულოცავს.
„ჩვენო საყვარელო და საამაყო კურსდამთავრებულებო! მთელი გულით გილოცავთ ამ წარმატებას და გისურვებთ წინსვლას ცხოვრებაში! დაე, ეს ჯილდო იყოს დასაწყისი თქვენი ულევი და კიდევ უფრო დიდი წარმატებების! თითოეული ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულის წარმატება ჩვენი სკოლისა და თემის წარმატებაა! თქვენ და თქვენისთანა მოსწავლეები ხართ ჩვენი იმედი და გარანტია ნათელი მომავლისა! გვიყვარხართ, გვეიმედებით და გვეამაყებით! მადლობა, რომ ასახელეთ ჩვენი სკოლა და თემი! მადლობა, რომ საუკეთესო მაგალითი ხართ თითოეული მოსწავლისათვის!“, - ამბობენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: