
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრის საჯარო სკოლა დამდეგი შობა-ახალი წელი საზეიმოდ აღინიშნა.
მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამით წარდგნენ.
მრავალი ლექსი თუ სიმღერა მიუძღვნეს ბავშვებმა ახალ წელს, საახალწლო ტრადიციები გააცოცხლეს და დამსწრე საზოგადოებას გააცნეს, წარმოადგინეს სკეჩებიც. ზეიმი სახალისო ვიქტორინით დასრულდა.
მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, ახალ წელს კი ზღაპრული განწყობით ელიან.
იხილეთ ფოტოები: