შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში  
30-12-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნასაკირალის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

ღონისძიება, სკოლის საკონცერტო დარბაზში გაიმართა და მასში მე-3, მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ღონისძიების ორგანიზატორი კი, თინა ღლონტი გახლდათ. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება გაჯერებული იყო მუსიკალური ჰანგებით. 

ღონისძიებაზე საახალწლო გარემოს შექმნაზე იზრუნა დაწყებითი კლასის მასწავლებელმა მარინა ჩხაიძემ, ხოლო მუსიკალურად გააფორმა მუსიკის მასწავლებელმა თინა ღლონტმა და საინფორმაციო მენეჯერმა თამილა ვაჩეიშვილმა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203