
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო განწყობაა. სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მოირთო.
სკოლაში, ასევე მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელოდნენ პედაგოგები: რევ გაბრიელიანი და მილენა მკოიანი.
ზეიმში მონაწილეობდნენ მე-3, მე-5 და მე-11 კლასების მოსწავლეები.
მოსწავლეებმა ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
„საახალწლო განწყობა აამაღლა სახალისო თამაშებმა, კონკურსმა, ცეკვებმა და სიმღერებმა“, - გვიყვებიან სკოლაში.
ეს დღე დაუვიწყარი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა მთელი სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტოები: