ღების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ნაძვის ხე „აამეტყველეს“ და საშობაო ზღაპრები „გააცოცხლეს“
30-12-2024

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში დამდეგი შობა-ახალი წელი საზეიმოდ აღინიშნა. 

სკოლის მე-7 კლასის დამრიგებელმა - შორენა ლობჯანიძემ, მოსწავლეებთან ერთად, საახალწლო თემაზე დაგეგმა და 25 დეკემბერს ჩაატარა ლამაზი საახალწლო ღონისძიება. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს საშობაო ზღაპრები, გაახმოვანეს ნაძვის ხის განცდები და საახალწლო სურვილები, რითაც სასკოლო საზოგადოება კიდევ ერთხელ დააფიქრეს გარემოს დაცვისა და მასზე ზრუნვის აუცილებლობასა და გადამწყვეტ მნიშვნელობაზე.

მათ ასევე, მხატვრულად წაიკითხეს ქართველ მწერალთა საახალწლო მინიატურები, შეადგინეს სხვადასხვა ჟანრის წერილობითი ტექსტები და მისალოცი ბარათები, გააფერადეს საახალწლო აპლიკაციები. ღონისძიება კი დაასრულეს ჩარლზ დიკენსის მოთხრობის - „საშობაო ზღაპრის“ მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენებით.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203