რცხილათის საჯარო სკოლაში პირველი სემესტრი ლამაზი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა 
30-12-2024

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხილათის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, იქ, ლამაზი საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონაწილე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და ახალი წლის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებმა შემოქმედებითი შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებისა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ვიდეო:

ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...