
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლაში საახალწლო ჟრიამულია. სკოლაში ამაღლებული განწყობა აქვთ მოსწავლე-მასწავლებლებს, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით ელოდებიან ახალი წლის დადგომას.
სკოლაში, მეორეკლასელებმა პედაგოგ ნარინე გაბრელიანის ხელმძღვანელობით ძალიან ლამაზი საახალწლო ზეიმი მოაწყვეს.
მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად და ხალისიანად გაატარეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: