„საახალწლო ზღაპარი“ ბახვის საჯარო სკოლაში  
30-12-2024

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი მრავალფეროვანი საახალწლო ღონისძიებით დაგვირგვინდა. 

სკოლაში ნამდვილი საახალწლო ზღაპარი მოეწყო, სადაც მოსწავლეები ახალი წლის შემობრძანებას სიხარულით ელოდნენ და სადაც დღე ჯადოსნურად აქცია დღესასწაულის მთავარი გმირის - თოვლის ბაბუის გამოჩენამ. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული წარმოდგენებით სასკოლო საზოგადოებას საახალწლო განწყობა აუმაღლეს

ღონისძიების ბოლოს კი, მოსწავლეები საჩუქრებით ხელდამშვენებულები ულოცავდნენ ერთმანეთს დამდეგ ახალ წელს და ყოველივე საუკეთესოს უსურვებდნენ.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203