„ერთად გავულამაზოთ ახალი წელი მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“- დაბა ლაითურის საჯარო სკოლის წინასადღესასწაულო საქველმოქმედო აქცია
30-12-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამოირჩევა. 

სკოლის ეკოკლუბმა წამოაყენა ინიციატივა - „ერთად გავულამაზოთ ახალი წელი მათ, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“. აღნიშნულ აქციას ბევრი მხარდამჭერი გამოუჩნდა. მის ფარგლებში, კლუბის წევრებმა „სიკეთის კალათები“ მოამზადეს, რომლებიც 22 შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა.

აქციაში არაერთი ადამიანი ჩაერთო. მათ შორის, მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, ქორეოგრაფიული ანსამბლი - „ქართველო“, რაგბის კლუბი - „არწივები“, ასევე ადგილობრივი ბიზნესმენები, თვითმმართველობა და კომპანიები. 

„სიკეთე მზის შუქს ჰგავს, ანათებს და ათბობს!“ -ათბობს გამცემსაც და მიმღებსაც. მონაწილეთა ასეთი სიმრავლე იმის გარანტია, რომ ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. მადლობა ეკოკლუბ „მწვანე თაობას“, ამ ინიციტივისთვის. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას, უფალს ებარებოდეთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203