„მართლაც, საიდან მოდის სილამაზე“ - ლიტერატულურ-მუსიკალური კომპოზიცია საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში
30-12-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში პირველი სასწავლო სემესტრი საინტერესო, შემეცნებითი და შემოქმედებითი ღონისძიებებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი პასუხისმგებლობითა და შემართებით ერთვებოდნენ. 

მათ შორის იყო გიორგი ლეონიძის 125 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართული ლიტერატულურ-მუსიკალური კომპოზიცია - „მართლაც, საიდან მოდის სილამაზე“. 

სკოლაში კომპოზიცია მე-10 კლასის მოსწავლეებმა წარადგინეს, დადგმის ხელმძღვანელი და კლასის დამრიგებელი კი, თამთა ხარატიშვილი გახლდათ. 

მოსწავლეებმა გააცოცხლეს გიორგი ლეონიძის „მარიტას“ პერსონაჟები და სამსახიობო ოსტატობით, დამსწრე აუდიტორია სასიამოვნოდ გააოცეს. 

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენაში, მე-5 კლასის მოსწავლეებიც დიდი შემართებით, ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

გიმნაზიის პედაგოგებთან და მოსწავლეების მშობლებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ: გიმნაზიის დირექტორი, დეკანოზი მირიან სამხარაძე, გიმნაზიის ხარისხის მართვის მენეჯერი მაყვალა ანთაძე, გიმნაზიის სასწავლო პროცესების მენეჯერი მზიური კოჩალიძე.

ღონისძიების დასასრულს, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცა და მადლობა გადაუხადა მოსწავლეებსა და კლასის დამრიგებელს საინტერესო და ლამაზი წარმოდგენისათვის, ასევე, მშობლებს მხარდაჭერისა და ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისათვის.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203