„რაზე გავამახვილოთ ყურადღება?!“ - უშგულის საჯარო სკოლაში შიდასასკოლო კონკურსი გაიმართა 
30-12-2024

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ უშგულის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო აქტივობებითაა გაჯერებული.

ახლახან, მოსწავლეთა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საგნებისადმი დაინტერესებისა და ცოდნის გაღრმავების მიზნით, საგნის მასწავლებელი - რაული ნიჟარაძე შიდასასკოლო კონკურსს სახელწოდებით - „რაზე გავამახვილოთ ყურადღება?!“ მიმდინარე სასწავლო წლის დასაწყისიდან სისტემატიურად ატარებდა.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილე მოსწავლეები სხვა მოსწავლეებს განსახილველად სთავაზობდნენ თითო სამ საკითხს იმ თემებიდან, რომლებიც, მათი აზრით, სხვა მოსწავლეებსაც უნდა სცოდნოდათ.

მოსწავლეებს ქულები იმის მიხედვით ეწერებოდათ, თუ რამდენად მოსაწონი იქნებოდა მათ მიერ გაჟღერებული თემა და რამდენად უცნობი იქნებოდა იგი სხვა მოსწავლისთვის. შეფასების კრიტერიუმი იყო ისიც, სხვის მიერ შემოთავაზებულ რამდენ საკითხზე ექნებოდათ ამომწურავი პასუხი მოსწავლეებს.

კონკურსის მონაწილეები ორ ჯგუფად დაიყვნენ. პირველ ჯგუფში გაერთიანებული იყვნენ: V, VI და VII კლასის მოსწავლეები, ხოლო მეორე ჯგუფში იყვნენ VIII, IX და X კლასების მოსწავლეები.

კონკურსის შედეგად, პირველი ჯგუფის გამარჯვებულები შემდეგი მოსწავლეები გახდნენ:

I ადგილი - თამარ ჩარქსელიანი,VI კლასი;

II ადგილი - ჯანსუღ ნიჟარაძე, VII  კლასი;

III ადგილი - ქეთევან რატიანი,V კლასი.

მეორე ჯგუფის შედეგები კი ასეთია:

I ადგილი - ბარბარე ჩარქსელიანი, VIII კლასი;

II ადგილი - ჯულიეტა რატიანი, VIII კლასი;

III ადგილი - ქეთევან ნიჟარაძე, VIII კლასი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსი იყო შინაარსიანი და მოსწავლეთა აქტიურობით გამოირჩეოდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...