დილისკის N1 სკოლის პირველკლასელთა დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი
30-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. სკოლაში, ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო და სახალისო აქტივობები გაიმართა.

მათ შორის იყო პირველკლასელების ღონისძიება, რომელსაც მშობლიური ენის მასწავლებელი სედა მანასიანი და ქართული ენის პედაგოგი ანა პაპიკიანი ხელმძღვანელობდნენ. ღონისძიებაზე, ბავშვებმა ქართული ლექსები წაიკითხეს, სიმღერები, ცეკვები შეასრულეს და საახალწლო განწყობა სასკოლო საზოგადოებას კიდევ უფრო აუმაღლეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე საინტერესო, სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203