
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდების წარმატებულ მომავალზე ზრუნავენ.
სწორედ ამის დასტურია კურსდამთავრებულთა მიღწევები. 2022-2023 სასწავლო წლის წარჩინებულ კურსდამთავრებულ ნუნე სტეპანიანს კუთვნილი ვერცხლის მედალი და სერტიფიკატი გადაეცა.
„ვულოცავთ ჩვენს თავმდაბალ და ინტელექტუალურ სტუდენტს და ვუსურვებთ ახალ სიმაღლეებსა და მიღწევებს“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: