ლამაზი საახალწლო ღონისძიება აგანის საჯარო სკოლაში
30-12-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობებითაა გაჯერებული. 

ამჯერად, იქ, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა, რომლის მიმდინარეობაშიც ყველა მონაწილე დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთო. მათ ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და ახალი წლის შესახებ ისაუბრეს. 

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოებისა და დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს დღე კი, მოსწავლეებისთვის დაუვიწყარ მოგონებად იქცა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203