ქსოვრისის საჯარო სკოლის მოსწავლეთა დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი
30-12-2024

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქსოვრისის საჯარო სკოლაში დამდეგი ახალი წელი ღონისძიებით აღინიშნა. 

ქსოვრისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების კათედრამ  I, II, V კლასელებთან ერთად სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი დიდი ზარ-ზეიმით მიულოცეს. ბავშებმა  მოაწყვეს შთამბეჭდავი სანახაობები, იმღერეს იცეკვეს, წაიკითხეს ლექსები და მოირგეს მათთვის საყვარელი ზღაპრის გმირების კოსტიუმები.

ბავშვებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს. 

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითბა. სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის  დაწყებითი კლასების მასწავლებლებს - ნინო ბერიძეს,  თამუნა ლოხიშვილს და სოფიო მაისურაძეს გაწეული შრომისათვის. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო 1, ვიდეო 2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203