
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, საინტერესო და შედეგზე ორიენტირებული ღონისძიებები ხშირად ეწყობა.
მათ შორის, ახლახან, მორიგი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მისი თემა სომხური და ქართული დღესასწაულები გახლდათ.
აღნიშნული პროექტის მენეჯერები: მარინ აივაზიანი, ვერა ვატოიანი, სოფო ირიჩიანი იყვნენ, ხოლო მონაწილეები მე-12 კლასის მოსწავლეები.
მოსწავლეებმა შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, საინტერესო ნამუშევრები მოამზადეს, ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს და დრო შინაარსიანად გაატარეს.
იხილეთ ფოტოები: