სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ჩატარდა
18-06-2018
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია თემაზე - „ეკონომიკისა და ბიზნესის აქტუალური საკითხები“. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. სტუდენტებთან ერთად კონფერენციას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მონაწილეებს მიესალმა და კონფერენციის მუშაობა გახსნილად გამოაცხადა სსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა დავით ჯალაღონიამ. 

სტუდენტებმა საკმაოდ საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს. კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით განიხილეს მსოფლიოსა და საქართველოს თანამედროვე ეკონომიკის გამოწვევები; ისაუბრეს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების აუცილებლობაზე და ამ სფეროში განხორციელებული, წარმატებული პროექტების პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობებზე.

აუდიტორიაში მრავალი საინტერესო კითხვა დაისვა. კონფერენციის მონაწილეებს ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა საინტერესო თემების წამოწევისთვის, უსურვა წარმატებები და სერტიფიკატები გადასცა.

დასასრულ, დავით ჯალაღონიამ, მორიგი სტუდენტური კონფერენცია 28 სექტემბრისთვის დააანონსა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203