
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემოსურების საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებასა და დადებით განწყობაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად ეწყობა.
მათ შორის, დაწყებითი კლასის მასწავლებლის - თეა კვასტიანის ხელმძღვანელობით, საახალწლო ღონისძიება ჩატარდა.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დამდეგი შობა-ახალი წელი სიმღერებით, ლექსებითა და საცეკვაო ნომრებით მიულოცეს.
სკოლის დირექტორმა - გელა ეზიეშვილმა ბავშებს საახალწლო საჩუქრები დაურიგა.
იხილეთ ფოტოები: