
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის პირველი სემესტრი შთამბეჭდავი საახალწლო კარნავალით დაგვირგვინდა.
საახალწლო კარნავალი, ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - მანონი ქანთარიამ ჩაატარა და მასში მონაწილეობდა მოსწავლეთა ნაწილი მე-4 კლასიდან ყველა კლასის ჩათვლით.
ბავშვებმა დადგეს ზღაპარი - „კონკია“, საცეკვაო ნომრებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ კონკია და უფლისწული.
სკოლის საახალწლო ზღაპარს გნომები, ელფები და თოვლის ბაბუები ამშვენებდნენ.
საახალწლო კარნავალი, კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე იყო სასკოლო საზოგადოებისთვის.
მოსწავლეები ხალისიანად, დიდი ჟრიამულით ელიან ახალ წელს.
იხილეთ ფოტოები: