ტყაჩირის საჯარო სკოლის წარჩინეული კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილოვდნენ
30-12-2024

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირის საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული ახალგაზრდა აღუზრდია, მათი მიღწევები პედაგოგებისა და დირექციისთვის საამაყო და სასიხარულოა. 

მათ შორის არიან - ირინა კამლაძე, ლიზა სვანაძე, მარი სვანაძე, ინა ჩხობაძე და ქეთი აშვეთია, რომელთაც სკოლის წარჩინებით დასრულებისთვის მედლები გადაეცათ. 

წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტმა და წყალტუბოს მერმა - გენადი ბალანჩივაძემ დააჯილდოვეს მუნიციპალიტეტის სკოლების მედალოსანი მოსწავლეები.

დაჯილდოებულ მოსწავლეებს შორის იყვნენ ტყაჩირის საჯარო სკოლის 2022-23 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულებიც. 

სკოლა კურასდამთავრებულებს დამსახურებული ჯილდოს მიღებას ულოცავს და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

„სკოლა, ულოცავს მათ ღირსეულ ჯილდოს, უსურვებს ნაყოფიერ სტუდენტობას და ღირსეულ მომავალს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203