„საახალწლო ლექსიკონი“ - წალენჯიხის N1 სკოლის მე-2 კლასელთა სახალისო სადღესასწაულო აქტივობა
30-12-2024

წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში წინასაახალწლო ჟრიამულია. სასკოლო და საკლასო გარემო ლამაზად, საახალწლო დეკორაციებით მოირთო, რამაც მოსწავლეთა განწყობა კიდევ უფრო აამაღლა.

სკოლაის მე-2 კლასში, ამ ჯადოსნურ დღესასწაულთან დაკავშირებით, აქტივობა „საახალწლო ლექსიკონი“ ჩატარდა. აქტივობას კლასის დამრიგებელი ნანა მატუა ხელმძღვანელობდა.

ნაძვის ხის ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეები, როგორც სკოლაში გვიყვებიან, სხვადასხვა სიტყვის მნიშვნელობას გაეცნენ.

„საახალწლო ლექსიკონი“ გვასწავლის, რომ თითოეულ სიტყვას თავისი მნიშვნელობა აქვს და ისინი ახალი წლის სიხარულისა და იმედის სიმბოლოებია.

ჩვენ, ვისწავლეთ ამ სიტყვების ღირებულება და ერთად შევქმენით თბილი, საზეიმო განწყობა!“, - გვიყვებიან სკოლაში.

ეს დღე ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თითოეული მოსწავლისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203