
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ აშკალის საჯარო სკოლის მასწავლებლები სასწავლო წელს საინტერესო აქტივობებით ამრავალფეროვნებენ.
მათ შორის, ბუნებისმეტყველების პედაგოგის - კნარიკ შაროიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება - „პლანეტების სამყაროში“ გაიმართა. მასში II-V-VI-VIII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ბავშვებმა პლანეტები, მზე, მთვარე, ვარსკვლავები და კომეტები განასახიერეს. მოსწავლეებმა თითოეული მათგანი ნიშან-თვისებებისა და განსხვავებების მიხედვით დაახასიათეს.
ზეიმის მონაწილეებმა გარემო არაჩვეულებრივად გააფორმეს და არც მუსიკალური მხარე გამორჩენიათ. როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვების ხასხასა ფერებით მოხატულმა სახეებმა და საინტერესო წარმოდგენამ მაყურებლების დიდი მოწონება და ოვაციები დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები: