
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში გამორჩეული, საინტერესო და შემოქმედებითი აქტივობები ეწყობა.
მათ შორის, სკოლაში ჯადოსნური საახალწლო ზეიმი გაიმართა, რომელის მიმდინარეობაშიც მოსწავლეები მონდომებით ჩაერთნენ.
სადღესასწაულო ფორმებში გამოწყობილმა ახალგაზრდებმა საუცხოო წარმოდგენები მოაწყვეს, სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს და შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
სანახაობამ ყველაზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
„მეამაყება თქვენი მასწავლებლობა, თქვენს ლამაზ სულში ჩახედვა და სუფთა თვალების სხივი, მომწონს თქვენი დადგმული წარმოდგენები, რადგანაც არ გჭირდებათ რეჟისორი, თქვენ ხართ თქვენი თავის რეჟისორები, თქვენი სუფთა გრძნობა მიყვარს, ცამდე ამაღლებული, მიყვარხართ“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: