ბენარის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა 
30-12-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში დიდი ხალისი და ჟრიამული იყო. 

იქ, 27 დეკემბერს საახალწლო ღონისძიება გაიმართა. მასში I, II, III, IV, V, VI, VII, IX და XI კლასების მოსწავლეები, დამრიგებლების: მაია ჩილაშვილის, მედეა ქაფიანიძის, თამარ ჩომახიძის, მთვარისა დემეტრაძის, მარინე ზაზაშვილისა და ნინო წალდაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.

მოსწავლეები წარმოდგენებში განსაკუთრებული მონდომებით მონაწილეობდნენ. ღონისძიება მრავალფეროვანი პროგრამით გამოირჩეოდა. გაიმართა მუსიკალური ნომრები, ასევე მოსწავლეებმა თეატრალური დადგმები შეასრულეს. ეს ყველაფერი კი, დღეს ბევრად მრავალფეროვანს ხდიდა. 

ღონისძიებას სკოლის თანამშრომლები და მშობლები ესწრებოდნენ, რომლებიც დადებითი ემოციებით შეხვდნენ თითოეულ ნომერს.

სკოლის დირექტორმა - ნინო ფორჩხიძემ, თითოეული მოსწავლე წინასაახალწლოდ დაასაჩუქრა, რისთვისაც სასკოლო საზოგადოება მას მადლობას უხდის. ასევე დირექტორმა, ღონისძიების დასასრულს, მადლობა გადაუხადა დამრიგებლებს, მოსწავლეებს, მშობლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას საახალწლო ღონისძიების დაგეგმვის, ჩართულობისა და თანამშრომლობისთვის. მან ყველას უსურვა, რომ დამდეგი 2025 წელი ყოფილიყოს მშვიდობის, წარმატების და სურვილების ასრულების წელი.

„მოსწავლეთა ემოციური ჩართულობა და შესრულების მაღალი ხარისხი ხაზგასმით წარმოაჩენდა მათი შრომისა და მოსამზადებელი პერიოდის წარმატებას. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს სკოლისა და ოჯახის ურთიერთობის გაღრმავებასა და მოსწავლეების საზოგადოებრივი უნარების განვითარებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203