ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული და ხალისი იყო.
ამის მიზეზი კი, ლამაზი საახალწლო ღონისძიება გახლდათ. მოსწავლეებმა ერთმანეთსა და სასკოლო საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი ლექსებითა და სიმღერებით მიულოცეს.
საზეიმოდ გამოწყობილმა პატარებმა ჯადოსნური წინასაახალწლო განწყობა შექმნეს და თავადაც დადებითი ემოციით დაიმუხტნენ.
„მოსწავლეებმა დამდეგი ახალი წელი პედაგოგებსა და მშობლებს მიულოცეს, უსურვეს ბედნიერება და სიხარული“,- აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ვიდეო: