
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით, სასწავლო პროცესი მრავალფეროვანი და შემოქმედებითი აქტივობებითაა გაჯერებული.
I სემესტრის ბოლოს, სკოლაში საინტერესო აქტივობა - „ჩვენი სახლი დედამიწაა“, ჩატარდა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აქტივობას პედაგოგი ლალი წულაია ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეებისთვის აქტივობა ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა, ბოლოს, მოსწავლეები ერთმანეთს დამდეგი ახალი წლის მილოცვით დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტოები: